ჩვენი ცერემონიალური მატჩა უჯის რეგიონიდანაა, რომელიც იაპონიაში ჩაის წარმოების მდიდარი ისტორიითაა ცნობილი. ის საემიდორის, ოკუმიდორის და იაბუკიტას ჯიშების ნაზავია და ხასხასა მწვანე ფერს მსუბუქ, დაბალანსებულ სიმწარესთან აერთიანებს.
ცერემონიალური მატჩა
აირჩიეთ ზომა
ამ მატჩას შესახებ
ცერემონიალურ მატჩას რძესთან შერევისას გემოს შენარჩუნება გამოარჩევს: დიდი მოცულობის ლატეშიც კი მატჩას გემო მკაფიოდ იგრძნობა. ის შესანიშნავი არჩევანია ე.წ. „Specialty“ კაფეებისთვის, რომლებსაც სურთ, მატჩა მხოლოდ ფერით კი არა, გემოთიც გამოირჩეოდეს.
წარმოშობა
უჯი, კიოტო
ჯიშები
საემიდორი, ოკუმიდორი, იაბუკიტა
მოსავალი
პირველი და მეორე მოსავლის ნაზავი
რეკომენდებულია
მატჩა ლატე
როგორ მოვამზადოთ
ლატედ: გაცერეთ 2 გ თასში, დაასხით 60 მლ წყალი დაახლოებით 80 °C-ზე, ათქვიფეთ W-ს ფორმაზე თხუთმეტი წამი, სანამ ზემოდან წმინდა ქაფი დადგება, შემდეგ დაამატეთ 150 მლ რძე, ცხელი ან ყინულზე. სუფთად: იგივე 2 გ და 70 მლ წყალი. არასდროს გამოიყენოთ მდუღარე წყალი — ის წვავს ფოთოლს და ჩაის ამწარებს.
ცერემონიალური თუ იმპერიული?
ცერემონიალურს ლატესთვის გირჩევთ: უჯის პირველი და მეორე მოსავლის ნაზავი, რომლის გემოც რძეშიც მკაფიოდ იგრძნობა. იმპერიული შიზუოკას პირველი მოსავლის იაბუკიტაა — უფრო ტკბილი, თხილისებური და კრემოვანი, ნაკლები სიმწარით — და სწორედ ის აირჩიეთ უსუჩასთვის, ანუ მხოლოდ წყალთან ათქვეფილი მატჩასთვის, ან პრემიუმ ლატესთვის, სადაც გინდათ, რომ ეს სიტკბო იგრძნობოდეს.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია ცერემონიალური მატჩა რძის გარეშე დავლიო?
შეგიძლიათ — წყალთან ათქვეფილს მსუბუქი, დაბალანსებული სიმწარე აქვს. მაგრამ ის რძისთვისაა შექმნილი; თუ მატჩას ძირითადად მხოლოდ წყალთან სვამთ, იმპერიული უფრო ტკბილი არჩევანია.
რამდენ ხანს ძლებს გახსნილი ქილა?
დახურული — დაახლოებით ერთი წელი. გახსნილი — დალიეთ ორ თვეში. მატჩა არ ფუჭდება, მაგრამ ჰაერსა და სინათლეზე კარგავს ფერსა და სიტკბოს.
ყიდით საბითუმოდ კაფეებისთვის?
დიახ. 500 გ და 1 კგ ჩვენი საბითუმო ფასებია და თბილისის რამდენიმე კაფე სწორედ ამ ქილას იყენებს. მოგვწერეთ Instagram-ზე და მიგვითითეთ თვიური მოცულობა.
მიწოდება
მიწოდება მთელ თბილისში, ჩვეულებრივ იმავე ან მეორე დღეს. დაამატეთ კალათაში და გააფორმეთ შეკვეთა საიტზე — გადახდა ბარათით ან ნაღდი ფულით მიღებისას.
საბითუმო
საბითუმო კაფეებისთვის, საცხობებისა და მაღაზიებისთვის: 500 გ და 1 კგ უკვე საბითუმო ფასია და სხვა მინიმალური შეკვეთა არ არის. გვითხარით, რამდენს ხარჯავთ თვეში, და შემოგთავაზებთ ფასს.
შენახვა
შეინახეთ დახურულ ქილაში, გრილ და ბნელ ადგილას. მატჩა ფერს კარგავს მზეზე და სუნს ითვისებს მაცივარში, ამიტომ კარადა მაცივარს სჯობს. გახსნის შემდეგ საუკეთესოა ორი თვის განმავლობაში.